Monday, June 14, 2010
Monday, May 31, 2010
ეიფელის კოშკი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgwpeMqcK7qtLKkci5-SRFGIJbY5thTUCd33n0SWSFr9js3HV_vLnsBYjk5WHMxFgW4vYDzqM09rojVAMnPRQLKCHviCpzVYahASJnQcsAxly3CsZbtKGw3IgWKp3hl4UxTSf0HDvK98HM/s320/1.jpg)
თავისი არსებობის პირველ წლებში ეიფელის კოშკი პარიზის ლიტერატურული და მხატვრული ელიტის მხრიდან კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდნენ. 10 წლის შემდეგაც კი არსებობდა მისი დემონტაჟის სურვილი. გი დე მოპასანი ისე არ მოსწონდა ეიფელის კოშკი, რომ ყველანაირად ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა. ამისათვის მთელ დღეებს ეიფელის კოშკის თავზე, რესტორანში ატარებდა, რადგან ეს ერთადერთი ადგილი იყო საიდანაც კოშკი არ ჩანდა.
თუმცა გავიდა დრო და ახლა პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე, წარმოუდგენელია. ის საფრანგეთის დედაქალაქის უმთავრეს სიმბოლოდ იქცა და ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირშესანიშნაობასაც წარმოადგენს.
კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).
კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხურია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.