Monday, May 31, 2010

ეიფელის კოშკი


1895 წელს, როცა მთელს მსოფლიოში პოპულარობის პიკზე იყო სტილი მოდერნი, პარიზში საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად მოეწყო მსოფლიო გამოფენა. გამოფენაზე ფრანგმა ინჟინერმა გუსტავ ალექსანდრ ეიფელმა წარმოადგინა თავისი შედევრი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, კოშკი, რომელსაც დროთა განმავლობაში მისი შემქნელის პატივსაცემად ეიფელის კოშკი უწოდეს.
ეიფელის კოშკი იენის ხიდის წინ დგას და იმ დროისთვის არსებულ არქიტექტურის ძეგლებს ორჯერ აღემატებოდა სიმაღლეში. დღეისათვის ეიფელის კოშკი მეორე ნაგებობა სიმაღლით საფრანგეთში ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის შემდეგ. კოშკის სიმაღლე ანძიანად 235 მეტრს შეადგენს, მისი აწყობა 1887 წელს დაიწყო და 1889 წელს დასრულა. სულ ეიფელის კოშკი 6,5 მილიონი ფრანკი დაჯდა. შეთანხმების თანახმად ეიფელის შედევრი 20 წელი უნდა მდგარიყო, ამხელა კონსტრუქციის დაშლა არც ისე მარტივი იყო, ამას დაემატა ისიც რომ მშენებლობის დროს ერთი მუშა დაიღუპა და შესაბამისად კოშკის დაშლა საკმაოდ სარისკოც იყო. თან 20 წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეიფელის კოშკი პარიზის და მთელი საფრანგეთის სიმბოლოდ ქცეულიყო. ასე შერჩა ბევრი იმდროინდელი ფრანგისთვის საძულველი კოშკი მაშ-დე-მარსზე.

სურათები


რუკა


View Larger Map

ვიდეო მასალა

ვიდეო მასალა


თავისი არსებობის პირველ წლებში ეიფელის კოშკი პარიზის ლიტერატურული და მხატვრული ელიტის მხრიდან კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდნენ. 10 წლის შემდეგაც კი არსებობდა მისი დემონტაჟის სურვილი. გი დე მოპასანი ისე არ მოსწონდა ეიფელის კოშკი, რომ ყველანაირად ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა. ამისათვის მთელ დღეებს ეიფელის კოშკის თავზე, რესტორანში ატარებდა, რადგან ეს ერთადერთი ადგილი იყო საიდანაც კოშკი არ ჩანდა.
თუმცა გავიდა დრო და ახლა პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე, წარმოუდგენელია. ის საფრანგეთის დედაქალაქის უმთავრეს სიმბოლოდ იქცა და ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირშესანიშნაობასაც წარმოადგენს.
კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხურია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.


ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) პარიზის ყველაზე მაღალი ლითონის კონსტრუქციაა. იგი საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად.
კოშკი შენდებოდა 1887-89 წლებში, საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი მსოფლიო გამოფენისათვის, როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი. კოშკი ოფიციალურად 1889 წლის 31 მარტს გაიხსნა. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა.